💗პროექტი - დედაენის დღე
კლასის საათის ფარგლებში მე-6/დ კლასის მოსწავლეები გაცნენ დედაენის ისტორიას, დედაენის დღის დაწესებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და წაიკითხეს დედაენაზე ლექსები.
პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სწავლების ფორმის შესაბამისად, კლასის საათი ჩატარდა დისტანციურად, პლატფორმა Teams-ის საშუალებით. მოსწავლეების მიერ სახლში ჩაწერილი ვიდეოების საშუალებით შეიქმნა კოლაჟი, რომელსაც წარმოგიდგენთ საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ის საშუალებით ვიდეო ფაილის ფორმატში.
აღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ დაანახა ქართული ენის, ქართული დამწერლობის სილამაზე. დააფიქრა ქართული ენის დაცვის საჭიროებაზე. გააღრმავა მათში პატრიოტული გრძნობები.
პროექტი სასარგებლო აღმოჩნდა მათი მორალური და პატრიოტული აღზრდისათვის. ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი მომავალშიც შექმნან მსგავსი პროექტები. პროექტი განთავსდა Facebook-ის სოციალურ ქსელში სკოლის პროფილზე.
/ 2020 წ. 14 აპრილი /
პროექტი - "საახალწლო კლასი".
პროექტის შინაასი - მოვრთოთ და გავალამაზოთ საკლასო ოთახი საახალწლოდ. აქტივობის მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ გუნდური, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი მუშაობის უნარი. გამოუმუშავდეთ ერთმანეთის პატივისცემის, მოსმენის და ერთმანეთის აზრის ჩვევები. . ხოლო ჩემთვის, როგორც კლასის დამრიგებლისათვის საუკეთესო საშუალებაა ახლოს გავიცნო ჩემი მოსწავლეები არასასწავლო გარემოში, ვინაიდან მათი კლასის დამრიგებლობა სამი თვის წინ, 2019 წლის სექტემბერში ჩავიბარე, როდესაც კლასი გადავიდა მე -5 კლასში და ჯერ კარგად არ ვიცნობ თითოეულ მათგანს.
პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვე მოეძიებინათ სახლში გასაფორმენლად საჭირო მასალები და ინსტრუმრნტები. დავგეგმეთ თარიღი, 6 დეკემბერი და გაკვეთილების შემდეგ საქმე საქმე.
მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად სურვილის მიხედვით და აირჩიეს სასურველი საქმე, რაც გულისხმობდა საახალწლო ფიგურების, ფიფქების და ა.შ. გამოჭრას, დაწებებას. შექმნეს კედლის დეკორაციები და ააწყვეს საახალწლო სოფელი.
გამაოცა მათმა მოხერხებულობამ, დაკვირვებულობამ, სიბეჯითემ და შრომისმოყვარეობამ. ყველა მოსწავლე ხალისით ჩაერთო და მაღალ დონეზე შეასრულა მისი ჯგუფის მიერ აღებული პასუხისმგებლობა.
დეკორაციების დამზადების შემდეგ მოვრთეთ ჩვენი საკლასო ოთახი საახალწლოდ. მოსწავლეები სიყვარულით ასრულებდნენ ყველა ნიუანსს კლასის გაფორმებისას.
რეფლექსია:
პროექტის ჩატარების შედეგად მივაღწიე დასახულ მიზანს. მოსწავლეებმა გამოიმუშავეს თანამშრომლობითი, შემოქმედებითი, გუნდური მუშაობის უნარები. თითოეული მოსწავლე დავინახე და გავიცანი უკეთ, რაც კლასის დამრიგებლისათვის ძალიან საჭიროა ნიუნსია და მათთან დროული დაახლოება და მათი არაფორმალურ გარემოში გაცნობა ვფიქრობ კლასის უკეთ მართვაში დამეხმარება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ პროექტმა მოუტანა ბავშვებს არის ის, რომ მეტი გულდასმით დაიწყეს ზრუნვა საკლასო ოთახზე, უფრთხილდებიან თავიანთ და მეგობრების მიერ შექმნილს, რაც ვფიქრობ, განაპირობებს მათ შემდგომ სწორ დამკიდებულებას სასკოლო სივრცის მიმართ.














No comments:
Post a Comment